3D/4D ულტრაბგერითი კვლევა

 

3D - ეს არის ნაყოფის სტატიური გამოსახულება სამ განზომილებაში (სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე). 4D -ში ნაყოფის სამგანზომილებიან გამოსახულებას ვღებულობთ რეალურ დროში ანუ მოძრაობაში და შეგვიძლია დავაკვირდეთ ფეხების და ხელების მოძრაობას, მთქნარებას, გაღიმებას და ა.შ.

3D/4D კვლევა ტარდება ოსრულობის ნებისმიერ ვადაზე, მაგრამ უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ რაც უფრო პატარაა გესტაციური ასაკი, მით უფრო კარგად ხდება ნაყოფის ვიზუალიზაცია მთლიანად, მთელს სიგრძეზე; ხოლო რაც უფრო დიდია გესტაციური ასაკი, მით უკეთესად ხდება სახის და მისი სტრუქტურების გამოსახულების მიღება. ჩვენი რეკომენდაციით 3D/4D კვლევის ჩატარება უმჯობესია 26-32 კვირის ვადაზე. კვლევის შედეგები იწერება CD-ზე და DVD-ზე

3D/4D ულტრაბგერით კვლევას აქვს თავისი დადებითი მხარეები. მოცულობითი გამოსახულება იძლევა საშუალებას უკეთესად დათვალიერდეს ის სტრუქტურები, რომლეთა შეფასება ჩვეულებრივ ორგანზომილებიან რეჟიმში გართულებულია. აგრეთვე მიღებული გამოსახულება უფრო ადვილად აღიქმება მშობლების და სხვა სპეციალობის ექიმების მიერ.

სამგანზომილებიანი გამოსახულება განსაკუთრებით ფასეულია განვითარების გარეგანი ანომალიების შეფასებისთვის. 3D ულტრაბგერის დახმარებით ექიმებს აქვთ საშუალება ერთდროულად სამ პროექციაში შეაფასონ ნაყოფის სხვადასხვა სტრუქტურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების ანომალიების დასადგენად. აღნიშნული კვლევის დროს მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია კიდურების, სახის, ხერხემლის და სხვა ორგანოების ანომალიების დასადგენად. აგრეთვე 3D ულტრაბგერის დახმარებით უფრო გაადვილებულია ნაყოფის სქესის დადგენა.

ამ ვადაზე კვლევის ხანგრძლივობა საშუალოდ 20-30 წუთს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ კვლევასთან შედარებით 3D/4D ულტრაბგერითი კვლევის დროს ულტრაბგერითი ტალღის ინტენსივობა და სიმძლავრე არ არის გაზრდილი.



ამობეჭდვა