Smartultrasound Office
ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის ადრეულ ვადაზე

 

ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის ადრეულ ვადაზე

ორსულობის ადრეულ ვადაზე ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ორსულობის დადასტურების
და მშობიარობის სავარაუდო ვადის დადგენის მიზნით.
აღნიშნული კვლევის ჩატარება შესაძლებელია ორსულობის მე -6 კვირიდან, ტარდება ყველა
ორსულში და განსაკუთრებით რეკომიმდირებულია იმ შემთხვევაში თუ ქალი აღნიშნავს
ტკივილს მუცლის ქვედა ან/და წელის არეში ან სისხლიან გამონადენს საშოდან.

კვლევის ჩატარების პირობები

· ორსულობის ადრეულ ვადებზე ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ორსულობის მე 7-10 კვირის ვადაზე. უმეტეს შემთხვევაში კვლევა ტარდება ტრანსაბდომინალურად, რაც ნიშნავს რომ გამოსახულების მიღება ხდება აპარატის გადამცემის საშუალებით ორსულის მუცლიდან.
· ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად გარე ორსულობის გამოსარიცხად) შესაძლებელია საჭირო გახდეს აღნიშნული კვლევა ჩატარდეს ტრანსვაგინალურად.

რა ინფორმაციას გვაძლევს ორსულობის ადრეულ ვადაზე ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევა

· მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგენა
· ნაყოფის გულისცემის დაფიქსირება
· სანაყოფე პარკის ან ემბრიონის ზომების განსაზღვრა, რაც თავისმხრივ ორსულობის გესტაციური ასაკის განსაზღვრის საშუალებას იძლება.

კვლევის ჩატარების ჩვენება

· ორსულობის გესტაციური ვადის დადგენა
· სისხლდენა ან მცირე სისხლიანი გამონადენი საშოდან
· ტკივილი
· ანამნეზში სპონტანური აბორტების არსებობა ორსულობის ადრეულ ვადებზე
· ანამნეზში გარე ორსულობა


როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის

საშუალოდ ავსებული შარდის ბუშტი აადვილებს გამოსახულების მიღებას ტრანსაბდომინალური კვლევის დროს.


რომელია შემდგომი კვლევა

შემდეგი ულტრაბგერითი კვლევა ტარდება 11 0/7-13 6/7 კვირის ორსულობის ვადაზე,
რომლის დროსაც ხდება ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქის განსაზღვრა. აღნიშნული კვლევა გვაძლევს
საშუალებას შევაფასოდ დაუნის, ედვარდსის და პატაუს სინდრომების განვითარების რისკები. რისკის ჯგუფის
ორსულებში დაუნის სინდრომის გამოვლენის მიზნით შეიძლება შეთავაზებული იქნას ე.წ „კონბინირებული ტესტი",
რომელშიც შედის ზემოთ აღნიშნული ულტრაბგერითი კვლევით კისრის ნაოჭის სისქის განსაზღვრა, ბეტა ქორიონალური
გონადოტროპინის (HCG) და ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის პროტეინის ‘"PAPP-A"" განსაზღვრა. „კომბინირებული ტესტი"
უნდა ჩატარდეს ორსულობის 11 0/7-13 6/7 კვირის ვადაზე. კომბინირებული ტესტი დედის ასაკის გათვალისწინებით გვაძლევს
საშუალებას 95%-იანი სიზუსტით გამოვითვალოთ დაუნის სინდრომის რისკი.