ფარისებრი

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 80 %-ში გვხვდება, ამ ორგანოს ავთვისებიანი წარმონაქმნები კი შეადგენს ონკოლოგიური დაავადებების 3%-ს.  

თუ მხედველობაში მივიღებთ,რომ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით და კეროვანი და დიფუზური დაზიანებების გამოვლენა 100%-ით ხდება, გასაგებია რამდენად მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება გააჩნია. ამასთან ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას, აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულოა პაციენტისათვის.

კვლევა

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს ორგანოს ზომა, ფორმა, გამოვლინდეს სტრუქტურული ცვლილებები (ჩიყვი,კისტები, სიმსივნე, ადენომა), ამასთან შეფასდეს ახლომდებარე ლიმფური კვანძების მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანია ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის დოპლეროგრაფია. ფარისებრი ჯირკვლის სისხლმომარაგების ხასიათი ორგანოს ფუნქციურ მდგომარეობას განსაზღვრავს.დოპლეროგრაფიის შედეგები, მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, საშუალებას იძლევა შეფასდეს თერაპიის ეფექტურობა და მოხდეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შერჩევა.

ka_GEGeorgian