
პროცედურამდე!
შარდის ბუშტი უნდა იყოს დაცლილი. უშუალოდ პროცედურის წინ ხდება საშვილოსნოს და მისი დანამატების დათვალიერება ტრანსვაგინალური ექოსკოპიით. შემდეგ საშვილოსნოს ღრუში ხდება კათეტერის ჩადგმა და მისი საშუალებით კონტრასტის შეყვანა. რეალურ დროში კონტრასტის ფონზე ფასდება საშვილოსნოს ღრუ და მისი კონტურები, კონტრასტის გადასვლა მუცლის ღრუში, რაც თავის მხრივ კვერცხასავალი მილების გამტარიანობაზე მიგვითითებს. ასევე ხდება საშვილოსნოს და ფალოპის მილების განვითარების ანომალიების დადგენა. აღნიშნული პროცედურა შემთხვევათა 5-10%-ში გვაძლევს ცრუ დადებით შედეგს (მაგალითად კვერცხასავლი მილების სპაზმის ფონზე).