ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტი არ იმუშავებს 31 დეკემბრიდან 13 იანვრამდე.
27 დეკემბერს 09.30 დან იქნება სატელეფონო ჩაწერა 13 იანვრის კვირაზე.

საშვილოსნოს ყელის სიგრძის განსაზღვრა

ნაადრევი მშობიარობის რისკის მქონე ორსულებში ნაჩვენებია ულტრასონოგრაფიით საშვილოსნოს ყელის სიგრძის განსაზღვრა. აღნიშნული სკრინინგ -კვლევა ტარდება ორსულობის 17-24 კვირის ვადაზე.

როგორ ტარდება კვლევა

საშვილოსნოს ყელის სიგრძის განსაზღვრის სკრინინგ-კვლევა ტარდება ტრანსვაგინალურად.

რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ კვლევისგან?

ნორმაში ორსულობის 16-20 კვირის ვადაზე საშვილოსნოს ყელის სიგრძე უნდა აღემატებოდეს 25 მმ-ს. თუ კვლევამ აჩვენა რომ საშვილოსნოს ყელის სიგრძე ნაკლებია 25 მმ-ზე საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან. შესაძლებელია საჭირო გახდეს აღნიშნული სკრინინგ კვლევის განმეორებით ჩატარება რამოდენიმე კვირაში.

კვლევის ჩატარების ჩვენებები:

• ნაადრევი მშობიარობა ანამნეზში
• სანაყოფე წყლების დაღვრა
• საშვილოსნოს ყელზე ჩატარებული სხვადასხვა ოპერაციული ჩარევები ანამნეზში

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის

აღნიშნული კვლევის ჩატარების წინ აუცილებელია შარდის ბუშტის დაცლა.
ka_GEGeorgian