გვიხარია, რომ Smart Ultrasound-ის დამფუძნებელს, სერგო მათითაშვილს, პროფესიული ჯილდო გადაეცა.
ღუდუშაურის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა გამართა კონფერენცია: „დიაგნოსტიკის ახალი ჰორიზონტები – ულტრაბგერა მეანობა-გინეკოლოგიაში“. სწორედ ამ ღონისძიებაზე სერგო მათითაშვილს გადაეცა სიმბოლური პრიზი დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიზანს — დავნერგოთ ზუსტი და თანამედროვე დიაგნოსტიკა ყოველდღიურ პრაქტიკაში.
მადლობას ვუხდით კოლეგებს დაფასებისთვის და პაციენტებს ნდობისთვის.
Smart Ultrasound — ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.