დიაგნოსტიკის ახალი სტანდარტი: აღიარება, რომელიც მომავალს განსაზღვრავს

გვიხარია, რომ Smart Ultrasound-ის დამფუძნებელს, სერგო მათითაშვილს, პროფესიული ჯილდო გადაეცა. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა გამართა კონფერენცია: „დიაგნოსტიკის ახალი ჰორიზონტები – ულტრაბგერა მეანობა-გინეკოლოგიაში“. სწორედ ამ ღონისძიებაზე სერგო მათითაშვილს გადაეცა სიმბოლური პრიზი დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიზანს — დავნერგოთ ზუსტი და თანამედროვე დიაგნოსტიკა ყოველდღიურ პრაქტიკაში. მადლობას ვუხდით კოლეგებს დაფასებისთვის და […]
Med Award 2025: SmartUltrasound-ის და სერგო მათითაშვილის გამარჯვება

🏆 გვსურს გაგიზიაროთ, რომ SmartUltrasound-მა Med Award 2025-ზე წარმატებას მიაღწია. ჩვენი გუნდის წევრს, სერგო მათითაშვილს გადაეცა ჯილდო “განსაკუთრებული წვლილისთვის რადიოლოგიაში”. ეს აღიარება მის პროფესიონალიზმსა და დარგის განვითარებაში შეტანილ წვლილს უკავშირდება. SmartUltrasound განაგრძობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამედიცინო სფეროში, რითაც ვცდილობთ უზრუნველვყოთ დიაგნოსტიკის მაღალი ხარისხი. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენი წარმატების თანაზიარია.