ულტრაბგერითი გინეკოლოგიური კვლევა

 

რა მიზნით ტარდება გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა

თუ ქალს აღენიშნება ტკივილი მუცლის ქვედა და წელის არეში, გახანგძლივებული და ჭარბი გამონადენი მენსტრუაციის დროს, ტკივილი მენსტრუაციის დროს, სისხლიანი გამონადენი მენსტრუალურ ციკლებს შორის ან მენოპაუზაში, რეკომენდირებულია ულტრაბგერითი კვლევა, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს, საკვერცხეების და კვერცხსავალი მილების დეტალური დათვალიერება. ხდება ენდომეტრიუმის-საშვილოსნოს ამომფენი ლორწოვანის სისქის განსაზღვრა.

გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა გვეხმარება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებაში:

• საკვერცხის კისტები
• საკვერცხის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები
• საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი (PCOS)
• პოლიპები
• მიომური კვანძები

ასევე გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა გამოიყენება საკვერცხეებში ფოლიკულების მომწიფების მონიტორინგის მიზნით.

როგორ ტარდება აღნიშნული კვლევა

კვლევა ტარდება როგორც ტრანსაბდომინალურად ისე ტრანსვაგინალური გზით. სასურველია კვლევის წინ შარდის ბუშტი არ იყოს დაცლილი.



ამობეჭდვა