მილების გამტარიანობა

სონოჰისტეროგრაფია

კვერცხსავალი მილების გამტარიანობის კვლევა

უნაყოფობის მიზეზი

კვერცხსავალი მილების ანატომიური და ფუნქციური დაზიანება ქალის უნაყოფობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს. ჰისტეროსალპინგოგრაფია-ეს არის კვლევის მეთოდი რომლის საშუალებით ულტრაბგერის კონტროლით ხდება კვერცხსავალი მილების გამტარიანობის დადგენა.

პროცედურის დრო

აღნიშნული პროცედურა ტარდება მენსტრუალური ციკლის მე 7-10 დღეს. პროცედურის წინ ქალი აბარებს ყველა საჭირო ანალიზს (საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური ანალიზი, ინფექციური მარკერები). საჭიროების შემთხვევაში ტარდება საშოს სანაცია.

პროცედურამდე!

შარდის ბუშტი უნდა იყოს დაცლილი. უშუალოდ პროცედურის წინ ხდება საშვილოსნოს და მისი დანამატების დათვალიერება ტრანსვაგინალური ექოსკოპიით. შემდეგ საშვილოსნოს ღრუში ხდება კათეტერის ჩადგმა და მისი საშუალებით კონტრასტის შეყვანა. რეალურ დროში კონტრასტის ფონზე ფასდება საშვილოსნოს ღრუ და მისი კონტურები, კონტრასტის გადასვლა მუცლის ღრუში, რაც თავის მხრივ კვერცხასავალი მილების გამტარიანობაზე მიგვითითებს. ასევე ხდება საშვილოსნოს და ფალოპის მილების განვითარების ანომალიების დადგენა. აღნიშნული პროცედურა შემთხვევათა 5-10%-ში გვაძლევს ცრუ დადებით შედეგს (მაგალითად კვერცხასავლი მილების სპაზმის ფონზე).