ნაყოფის განვითარების მანკების მონიტორინგი

ულტრაბგერითი კვლევა ნაყოფის განვითარების მანკების გამოსარიცხად

ორსულობის მე 20 კვირაზე ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევა გვაძლევს საშუალებას დეტალურად დათვალიერდეს ნაყოფი, განისაზღვროს მისი ზომები და მდებარეობა, შეფასდეს სანაყოფე წყლები და პლაცენტა.
კვლევის დასაწყისში იზომება ნაყოფის თავი, მუცელი და კიდურები. შემდეგ აღებული ზომები შეაქვთ სპეციალურ ცხრილში. ამის შემგედ განვითარების მანკების გამოსარიცხად დეტალურად თვალიერდება ნაყოფის გული, ტვინის სტრუქტურები, ხერხემალი, ნაწლავები და სხვა შინაგანი ორგანოები. აღნიშნული კვლევა არ წარმოადგენს გარანტიას რომ ნაყოფი იქნება აბსოლუტურად ნორმალური. ჩვენ ასევე ვათვალიერებთ პლაცენტას და ვზომავთ სანაყოფო წყლებს. ამ კვლევის დროს თქვენი მოთხოვნით ასევე შეიძლება ნაყოფის სქესის განსაზღვრა.

როგორ ტარდება კვლევა

• აღნიშნული კვლევა ტარდება ტრანსაბდომინალურად ორსულობის 18-22 კვირის ვადაზე
• ორსულობის ამ ეტაპზე შესაძლებელია გულისა და ტვინის სტრუქტურების უფრო დეტალური დათვალიერება.

ხშირად დასმული კითხვები

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აღნიშნული ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით 

ნაყოფის რომელი სტრუქტურების დათვალიერება ხდება კვლევის დროს

ნაყოფის გული, ტვინი, სახის სტრუქტურები, ხერხემალი, ნაწლავები, კუჭი, თირკმელები, კიდურები, თითები.

რა ინფორმაციას გვაძლევს აღნიშნული კვლევა

• პლაცენტის მდებარეობა და აღწერილობა
• სანაყოფე წყლები
• საშვილოსნოს ყელის სიგრძე
• სქესი (თქვენი სურვილის შემთხვევაში)

კვლევის ჩატარების ჩვენება

კვლევა რეკომენდებულია ყველა ორსულისთვის

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის

საშუალოდ ავსებული შარდის ბუშტი აადვილებს გამოსახულების მიღებას ტრანსაბდომინალური კვლევის დროს.

რომელია შემდგომი ულტრაბგერითი კვლევა

შემდეგი ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ორსულობის 31-34 კვირის ვადაზე