ნაყოფის კისრის ნაოჭის სკრინინგი

 

11-13.5 კვირის ორსულობის ვადაზე ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევის დროს ხდება ნაყოფის კისრის ნააოჭის სისქის განსაზღვრა. აღნიშნული კვლევა გვაძლევს საშუალებას შევაფასოდ დაუნის, ედვარდსის და პატაუს სინდრომების განვითარების რისკები.
ამ კვლევის დროს ხდება ნაყოფის დეტალური დათვალიერება. ხდება გულისცემის სიხშირის დაფიქსირება, ნაყოფის თავის, ტანის, კიდურების დათვალიერება, ფასდება პლაცენტა, ჭიპლარი და ამნიონური სითხე.
აღნიშნული კვლევა გვაძლევს საშუალებას შევაფასოდ დაუნის, ედვარდსის და პატაუს სინდრომების განვითარების რისკები. რისკის ჯგუფის ორსულებში დაუნის სინდრომის გამოვლენის მიზნით შეიძლება შეთავაზებული იქნას ე.წ. „კომბინირებული ტესტი"",
რომელშიც შედის ზემოთ აღნიშნული ულტრაბგერითი კვლევით კისრის ნაოჭის სისქის განსაზღვრა, ბეტა ქორიონალური გონადოტროპინის (HCG) და ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის პროტეინის ‘"PAPP-A"" განსაზღვრა. ‘"კომბინირებული ტესტი" უნდა ჩატარდეს ორსულობის 11-13.5 კვირის ვადაზე. კომბინირებული ტესტი დედის ასაკის გათვალისწინებით გვაძლევს საშუალებას 95%-იანი სიზუსტით გამოვითვალოთ დაუნის სინდრომის რისკი.

კვლევის ჩატარების პირობები

• კვლევა ტარდება ორსულობის 11-13.5 კვირის ვადაზე
• კვლევა უმეტეს შემთხვევაში ტარდება ტრანსაბდომინალურად, მაგრამ რიგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კვლევის ტრანსვაგინალურად ჩატარება


თითოეული ქალისთვის რისკი გამოითვლება ინდივიდუალურად შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

• დედის ასაკი
• ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქე
• ნაყოფის ცხვირის ძვლის არსებობა
• ნაყოფის გულისცემის სიხშირე
• ნაყოფის გულის ტრიკუსპიდული სარქველში გამავალი სისხლის ნაკადი
• სისხლის ნაკადი ნაყოფის ღვიძლში Blood flow through the ductus venosus in the fetal liver
• სხვადასხვა ფიზიკური ანომალიების არსებობა ან არარსებობა
• დედის სისხლში ორი ჰორმონის ბეტა ქორიონალური გონადოტროპინის (HCG) და ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის პროტეინის ‘"PAPP-A""დონე


დამატებითი რა სახის ინფორმაციას გვაძლევს აღნიშნული კვლევა


• ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის დადგენა
• მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგენა
• მშობიარობის სავარაუდო ვადის დადგენა.

 

კვლევის ჩატარების სავარაუდო ხანგძლივობა საშუალოდ 20 წუთი

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის
საშუალოდ ავსებული შარდის ბუშტი აადვილებს გამოსახულების მიღებას ტრანსაბდომინალური კვლევის დროს.

თუ კვლევამ აჩვენა რომ სავარაუდოდ თქვენ ხართ მაღალი რისკის ორსული
ერთადერთი კვლევები რომლებიც ადასტურებენ ნაყოფის ქრომოსომულ ანომალიას არის ინვაზიური ტესტები: ამნიოცენტეზი და ქორიონის ბუსუსების ბიოფსია. იმ შემთხვევაში თუ კვლევამ აჩვენა, რომ სავარაუდოდ თქვენ მიეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფის ორსულს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ მეან-გინეკოლოგთან.
რომელია შემდგომი კვლევა
შემდეგი ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ნაყოფის განვითარების მანკების სკრინინგის მიზნით ორსულობის 18-22 კვირის ვადაზე.



ამობეჭდვა