ულტრაბგერითი კვლევა ნაყოფის განვითარების მანკების გამოსარიცხად

 

ორსულობის მე 20 კვირაზე ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევა გვაძლევს საშუალებას დეტალურად დათვალიერდეს ნაყოფი, განისაზღვროს მისი ზომები და მდებარეობა, შეფასდეს სანაყოფე წყლები და პლაცენტა.
კვლევის დასაწყისში იზომება ნაყოფის თავი, მუცელი და კიდურები. შემდეგ აღებული ზომები შეაქვთ სპეციალურ ცხრილში. ამის შემგედ განვითარების მანკების გამოსარიცხად დეტალურად თვალიერდება ნაყოფის გული, ტვინის სტრუქტურები, ხერხემალი, ნაწლავები და სხვა შინაგანი ორგანოები. აღნიშნული კვლევა არ წარმოადგენს გარანტიას რომ ნაყოფი იქნება აბსოლუტურად ნორმალური. ჩვენ ასევე ვათვალიერებთ პლაცენტას და ვზომავთ სანაყოფო წყლებს. ამ კვლევის დროს თქვენი მოთხოვნით ასევე შეიძლება ნაყოფის სქესის განსაზღვრა.

როგორ ტარდება კვლევა

• აღნიშნული კვლევა ტარდება ტრანსაბდომინალურად ორსულობის 18-22 კვირის ვადაზე
• ორსულობის ამ ეტაპზე შესაძლებელია გულისა და ტვინის სტრუქტურების უფრო დეტალური დათვალიერება.


ნაყოფის რომელი სტრუქტურების დათვალიერება ხდება კვლევის დროს

ნაყოფის გული, ტვინი, სახის სტრუქტურები, ხერხემალი, ნაწლავები, კუჭი, თირკმელები, კიდურები, თითები.

რა ინფორმაციას გვაძლევს აღნიშნული კვლევა

• პლაცენტის მდებარეობა და აღწერილობა
• სანაყოფე წყლები
• საშვილოსნოს ყელის სიგრძე
• სქესი (თქვენი სურვილის შემთხვევაში)

კვლევის ჩატარების ჩვენება

კვლევა რეკომენდებულია ყველა ორსულისთვის

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის

საშუალოდ ავსებული შარდის ბუშტი აადვილებს გამოსახულების მიღებას ტრანსაბდომინალური კვლევის დროს.

რომელია შემდგომი ულტრაბგერითი კვლევა

შემდეგი ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ორსულობის 31-34 კვირის ვადაზე

საშვილოსნოს ყელის სიგრძის განსაზღვრა

ნაადრევი მშობიარობის რისკის მქონე ორსულებში ნაჩვენებია ულტრასონოგრაფიით საშვილოსნოს ყელის სიგრძის განსაზღვრა. აღნიშნული სკრინინგ -კვლევა ტარდება ორსულობის 17-24 კვირის ვადაზე.

როგორ ტარდება კვლევა

საშვილოსნოს ყელის სიგრძის განსაზღვრის სკრინინგ-კვლევა ტარდება ტრანსვაგინალურად.

რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ კვლევისგან?

ნორმაში ორსულობის 16-20 კვირის ვადაზე საშვილოსნოს ყელის სიგრძე უნდა აღემატებოდეს 25 მმ-ს. თუ კვლევამ აჩვენა რომ საშვილოსნოს ყელის სიგრძე ნაკლებია 25 მმ-ზე საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან. შესაძლებელია საჭირო გახდეს აღნიშნული სკრინინგ კვლევის განმეორებით ჩატარება რამოდენიმე კვირაში.

კვლევის ჩატარების ჩვენებები:

• ნაადრევი მშობიარობა ანამნეზში
• სანაყოფე წყლების დაღვრა
• საშვილოსნოს ყელზე ჩატარებული სხვადასხვა ოპერაციული ჩარევები ანამნეზში

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის

აღნიშნული კვლევის ჩატარების წინ აუცილებელია შარდის ბუშტის დაცლა.



ამობეჭდვა