ფარისებრი

 

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 80 %-ში გვხვდება, ამ ორგანოს ავთვისებიანი წარმონაქმნები კი შეადგენს ონკოლოგიური დაავადებების 3%-ს.  თუ მხედველობაში მივიღებთ,რომ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით და კეროვანი და დიფუზური დაზიანებების გამოვლენა 100%-ით ხდება, გასაგებია რამდენად მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება გააჩნია. ამასთან ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას, აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულოა პაციენტისათვის.

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს ორგანოს ზომა, ფორმა, გამოვლინდეს სტრუქტურული ცვლილებები (ჩიყვი,კისტები, სიმსივნე, ადენომა), ამასთან შეფასდეს ახლომდებარე ლიმფური კვანძების მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანია ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:

კისრის მიდამოში ამოზნექილი,მოცულობითი წარმონაქმნის არსებობა

ისეთი ჩივილები, როგორიცაა: მოხრჩობის შეგრძნება, ხშირი, უმიზეზო ხველა, ნერვული დარღვევები, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა

ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობის ეფექტურობის შეფასება

ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რაც ისინჯება პალპაციისას

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (კვანძოვანი ჩიყვი, კიბო) რეციდივი

სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება

ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნიშნები: ძლიერი წონის კლება, მომატებული ოფლიანობა, ტაქიკარდია, სისუსტე, ხელების კანკალი და ა.შ.

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დაავადებები:

კვანძოვანი და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი - კვანძოვანი ჩიყვის დროს ულტრაბგერითი გამოკვლევით აღინიშნება მკვრივი, ჯანმრთელი ქსოვილისგან მკვეთრად შემოსაზღვრული უბანი. დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი კი ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ზომების გადიდებით მისი სტრუქტურის შეცვლის გარეშე

ჰიპოთირეოზი - შემცირებულია ფარისებრი ჯირკვლის ზომები

ფარისებრი ჯირკვლის კისტა, რომელიც ულტრაბგერით კვლევაზე ვიზუალიზდება როგორც მკვეთრი საზღვრების, ერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე ღრუ

თირეოიდიტი - თირეოიდიტის დროს ხშირად ვითარდება კვანძოვანი ჩიყვი და მისთვის დამახასიათებელი ექოსკოპიური სურათი

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე - კეთილთვისებიანი სიმსივნე ვლინდება მაღალი სიმკვრივის უბნების სახით, რომელიც შემოსაზღვრულია ნორმალური ქსოვილისგან, ავთვისებიანი სიმსივნის დროს კი აღინიშნება შეცვლილი უბნის არამკვეთრი საზღვრები

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის დოპლეროგრაფია. ფარისებრი ჯირკვლის სისხლმომარაგების ხასიათი ორგანოს ფუნქციურ მდგომარეობას განსაზღვრავს.დოპლეროგრაფიის შედეგები, მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, საშუალებას იძლევა შეფასდეს თერაპიის ეფექტურობა და მოხდეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შერჩევა.

 

 



ამობეჭდვა