მეანობა

ორსულობის ადრეულ ვადაზე ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ორსულობის დადასტურების და მშობიარობის სავარაუდო ვადის დადგენის მიზნით.
რეკომენდაცია
აღნიშნული კვლევის ჩატარება შესაძლებელია ორსულობის მე -6 კვირიდან, ტარდება ყველა ორსულში და განსაკუთრებით რეკომიმდირებულია იმ შემთხვევაში თუ ქალი აღნიშნავს ტკივილს მუცლის ქვედა ან/და წელის არეში ან სისხლიან გამონადენს საშოდან.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
საშუალოდ ავსებული შარდის ბუშტი აადვილებს გამოსახულების მიღებას ტრანსაბდომინალური კვლევის დროს.
კვლევის ჩატარების პირობები
ორსულობის მე 7-10 კვირის ვადაზე
ორსულობის ადრეულ ვადებზე ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ორსულობის მე 7-10 კვირის ვადაზე. უმეტეს შემთხვევაში კვლევა ტარდება ტრანსაბდომინალურად, რაც ნიშნავს რომ გამოსახულების მიღება ხდება აპარატის გადამცემის საშუალებით ორსულის მუცლიდან.
გამონაკლისი
ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად გარე ორსულობის გამოსარიცხად) შესაძლებელია საჭირო გახდეს აღნიშნული კვლევა ჩატარდეს ტრანსვაგინალურად.

ხშირად დასმული კითხვები
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აღნიშნული ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით