ნაყოფის კისრის ნაოჭის სკრინინგი

11-13.5 კვირის ორსულობის ვადაზე ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევის დროს ხდება ნაყოფის კისრის ნააოჭის სისქის განსაზღვრა. აღნიშნული კვლევა გვაძლევს საშუალებას შევაფასოდ დაუნის, ედვარდსის და პატაუს სინდრომების განვითარების რისკები.

დეტალური დათვალიერება

ამ კვლევის დროს ხდება ნაყოფის დეტალური დათვალიერება. ხდება გულისცემის სიხშირის დაფიქსირება, ნაყოფის თავის, ტანის, კიდურების დათვალიერება, ფასდება პლაცენტა, ჭიპლარი და ამნიონური სითხე.

რისკების შეფასება

აღნიშნული კვლევა გვაძლევს საშუალებას შევაფასოდ დაუნის, ედვარდსის და პატაუს სინდრომების განვითარების რისკები. რისკის ჯგუფის ორსულებში დაუნის სინდრომის გამოვლენის მიზნით შეიძლება შეთავაზებული იქნას ე.წ. „კომბინირებული ტესტი””, რომელშიც შედის ზემოთ აღნიშნული ულტრაბგერითი კვლევით კისრის ნაოჭის სისქის განსაზღვრა, ბეტა ქორიონალური გონადოტროპინის (HCG) და ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის პროტეინის ‘”PAPP-A”” განსაზღვრა.

უმაღლესი სიზუსტე

‘”კომბინირებული ტესტი” უნდა ჩატარდეს ორსულობის 11-13.5 კვირის ვადაზე. კომბინირებული ტესტი დედის ასაკის გათვალისწინებით გვაძლევს საშუალებას 95%-იანი სიზუსტით გამოვითვალოთ დაუნის სინდრომის რისკი.

კვლევის ჩატარების პირობები

• კვლევა ტარდება ორსულობის 11-13.5 კვირის ვადაზე
• კვლევა უმეტეს შემთხვევაში ტარდება ტრანსაბდომინალურად, მაგრამ რიგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კვლევის ტრანსვაგინალურად ჩატარება

თითოეული ქალისთვის რისკი გამოითვლება ინდივიდუალურად შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • დედის ასაკი
  • ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქე
  • ნაყოფის ცხვირის ძვლის არსებობა
  • ნაყოფის გულისცემის სიხშირე
  • ნაყოფის გულის ტრიკუსპიდული სარქველში გამავალი სისხლის ნაკადი
  • სისხლის ნაკადი ნაყოფის ღვიძლში Blood flow through the ductus venosus in the fetal liver
  • სხვადასხვა ფიზიკური ანომალიების არსებობა ან არარსებობა
  • დედის სისხლში ორი ჰორმონის ბეტა ქორიონალური გონადოტროპინის (HCG) და ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის პროტეინის ‘"PAPP-A""დონე
  • ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის დადგენა

  • მრავალნაყოფიანი ორსულობის დადგენა

  • მშობიარობის სავარაუდო ვადის დადგენა.

ხშირად დასმული კითხვები

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აღნიშნული ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით