პაციენტების მიღება განახლდება 12 იანვარს

დიაგნოსტიკის ახალი სტანდარტი: აღიარება, რომელიც მომავალს განსაზღვრავს

გვიხარია, რომ Smart Ultrasound-ის დამფუძნებელს, სერგო მათითაშვილს, პროფესიული ჯილდო გადაეცა.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა გამართა კონფერენცია: „დიაგნოსტიკის ახალი ჰორიზონტები – ულტრაბგერა მეანობა-გინეკოლოგიაში“. სწორედ ამ ღონისძიებაზე სერგო მათითაშვილს გადაეცა სიმბოლური პრიზი დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიზანს — დავნერგოთ ზუსტი და თანამედროვე დიაგნოსტიკა ყოველდღიურ პრაქტიკაში.

მადლობას ვუხდით კოლეგებს დაფასებისთვის და პაციენტებს ნდობისთვის.

Smart Ultrasound — ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.

ka_GEGeorgian