სმარტ ულტრასაუნდი 12 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე არ იმუშავებს. სატელეფონო ჩაწერა 16 -20 სექტემბრის დღეებში იქნება 13 სექტემბერს .

ნაყოფის განვითარების მანკების მონიტორინგი

ულტრაბგერითი კვლევა ნაყოფის განვითარების მანკების გამოსარიცხად

ორსულობის მე 20 კვირაზე ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევა გვაძლევს საშუალებას დეტალურად დათვალიერდეს ნაყოფი, განისაზღვროს მისი ზომები და მდებარეობა, შეფასდეს სანაყოფე წყლები და პლაცენტა.
კვლევის დასაწყისში იზომება ნაყოფის თავი, მუცელი და კიდურები. შემდეგ აღებული ზომები შეაქვთ სპეციალურ ცხრილში. ამის შემგედ განვითარების მანკების გამოსარიცხად დეტალურად თვალიერდება ნაყოფის გული, ტვინის სტრუქტურები, ხერხემალი, ნაწლავები და სხვა შინაგანი ორგანოები. აღნიშნული კვლევა არ წარმოადგენს გარანტიას რომ ნაყოფი იქნება აბსოლუტურად ნორმალური. ჩვენ ასევე ვათვალიერებთ პლაცენტას და ვზომავთ სანაყოფო წყლებს. ამ კვლევის დროს თქვენი მოთხოვნით ასევე შეიძლება ნაყოფის სქესის განსაზღვრა.

როგორ ტარდება კვლევა

• აღნიშნული კვლევა ტარდება ტრანსაბდომინალურად ორსულობის 18-22 კვირის ვადაზე
• ორსულობის ამ ეტაპზე შესაძლებელია გულისა და ტვინის სტრუქტურების უფრო დეტალური დათვალიერება.

ხშირად დასმული კითხვები

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აღნიშნული ინფორმაცია ან დაგვიკავშირდით 

ka_GEGeorgian